• ვარჯიში ''როგორ გავზარდოთ მკლავები?''

    დაამატა: misho

    ზოგი ავარჯიშებს ხელებს კვირაში ერთხელ. ზოგი ყოფს ტრიცეპს და ბიცეპსს, ზოგი საერთოდ არ ავარჯიშებს ხელებს... ჩვენ ხელებს ვავარჯიშებთ ყოველთვის)) თუ გინდათ რომ თქვენი მაისური გადაიხსნას თქვენს მკლავებზე, ეს სტატია თქვენთვის არის.
    ხელების ვარჯიშის ძირითადი პრინციპია- სწორი ტექნიკა. ანუ არანაირი აკვრები, ჩითინგი, მისვლაში 2-3 განმეორება და ასე შემდეგ. მინიმუმ 8 განმეორება შესვენება 2 წუთი და იზრუნეთ პროგრესზე (ეცადეთ გააუმჯობესოთ წონები და აწევების რაოდენობები) რადგან 5 თვის განმავლობაში თუ წევთ ბიცეპსზე 30 კილოს 10-ჯერ არამგონია რომ რამე მოგემატოთ ამით. ბოდიბილდინგში მთავარია - პ რ ო გ რ ე ს ი ა. დაუმატოთ ამას სწორი კვება და მასალა (ცილა) რომ კუნთი აშენდეს და მიიღებთ დიდ მკლავებს.

    დავიწყოთ თავიდან, მკლავი შესდგება სამი კუნთისგან: ბიცეპსი, ტრიცეპსი და ბრონჰიალესი. მკლავის 2/3 ან 3/5 ( ყველაფერი ინდივიდუალურია) შეადგენს ტრიცეპსი. თუ ჩვენ გვაინტერესებს ხელის ზომა და გვინდა საზომზე სასურველი ციფრები ვნახოთ, ვარჯიში უნდა დავიწყოთ ტრიცეპსით.

    ტრიცეპსი როგორც ვიცით მკლავის სამთავა კუნთია. თავიდანვე ვთქვათ რომ შეუძლებელია ვავარჯიშოთ მხოლოდ ერთი ნაწილი, უბრალოდ სხვადასხვა ვარჯიშის დროს ვცვლით ვექტორებს, რაც უფრო ანვითარებს ცალკეულ მონაკვეთს. თუ ვსაუბრობთ მასაზე ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს უკანა და შუა თავებზე. გვერდითა ნაწილი თავისით წამოეწევა დანარჩენებს. და ზომებში არც თუ ისე დიდია.

    1) ვარჯიში უნდა დავიწყოთ საბაზისო ვარჯიშით. ვაკეთებთ ბევრ მისვლას რათა მაქსიმალურად დავღალოთ ჩვენი კუნთი. ტრიცეპსისთვის არსებობს ორი საბაზისო ვარჯიში. ერთია ვიწ ... Read more »

  • ტესტი: რომელი სქესის ტვინი გაქვთ – ქალის თუ მამაკაცის? :)

    დაამატა: misho

    აქვთ თუ არა მამაკაცებს რეალური ბერკეტები ქალების ლოგიკის საწინააღმდეგოდ? ”ქალები ამას ვერ გაიგებთ”, “ქალის საქმე არ არის!” – მსგავს ფრაზებს ალბათ ყოველდღიურად ვისმენთ შინ – ქმრისგან და სამსახურში – კოლეგებისგან… რამდენად სამართლიანია ეს ყველაფერი?
    ქალსა და მამაკაცზე ბიოლოგიური განსხვავების თვალსაზრისით რომ ვისაუბროთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ მათი ტვინი განსხვავებულია. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მამაკაცს ექვსჯერ მეტი აქვს რუხი ნივთიერება, ვიდრე ქალს. გარდა ამისა, სტატისტიკა ირწმუნება, რომ ქალის ტვინი კაცისაზე 10%-ით პატარაა. სწორედ ეს ფაქტები გახდა ცრუ სტერეოტიპის ჩამოყალიბების მიზეზი: ქალი ვერ იქნება ისეთი ჭკვიანი, როგორიც კაცია.

    მე-20 საუკუნის შუა წლებში ეს მითი დაიმსხვრა – ფსიქოლოგებმა დაადგინეს: ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობები ტვინის ზომასა და რუხი ნივთიერებების შემადგენლობაზე არ არის დამოკიდებული. ქალური ინტელექტი არაფრითაა გამორჩეული მამაკაცისგან. ამას გარდა, მსოფლიოში ყველაზე მაღალი IQ მწერალ ქალს, მერილინ ვონ სავანტს ეკუთვნის.

    ამის მიუხედავად, ქალსა და მამაკაცს შორის განსხვავება მაინც დიდია. კაცის ტვინი სწრაფად იღებს ახალ ინფორმაციას, მაგრამ ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფერო შესვენებებით მუშაობს. ამიტომ კაცებს რამდენიმე საკითხზე ერთდროულად კონცენტრაცია უჭირთ.

    მაგალითად, თუ კაცი ფეხბურთს უყურებს, მთელი ყურადღება ეკრანისკენ აქვს მიმართული. ქალს კი პარალელურად, შეუძლია უყუროს სერიალს, განსაჯოს გმირების საქციელი, ისაუბროს ტელეფონზე და აუთოვოს. ამის მიზეზი ისაა, ... Read more »

  • ჰოროსკოპი 06-02-2013

    დაამატა: მთავარი(ადმინი)

    ვერძი

    დღეს ძალზედ მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, დარწმუნდეთ, რომ თქვენი ენერგია ბუნებრივად არის მიმართული სხვებთან კომუნიკაციისკენ. შეგიძლიათ უბრალოდ დაუკავშირდებოდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენგან შორს არიან.დღე ჩაივლის ეფექტურად, თუ თქვენ პოტენციალს გამოავლენთ საქმეში, რომელიც ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან არასახარბიელოდ შეიძლება დამთავრდეს, რომელიღაც თქვენგანი მიიღებს გადაწყვეტილებას დაშორებაზე.

    კურო 
    დღეს შესაძლოა, თქვენმა უფროსმა საყვედური მოგცეთ – ან, თუ სამუშაოს ეძებთ, შესაძლოა, აღმოჩნდეთ საშინელ პოტენციურ დამსაქმებლთა გარემოცვაში. ღრმად ჩაისუნთქეთ და მიჰყევით დინებას.იმდენად მობილიზებული ხართ საკუთარ მიზნებზე, რომ გარშემო ვერაფერს ამჩნევთ, ვარსკვლავები გირჩევენ პატივისცემით მოეპყრათ და გაითვალისწინოთ როგორც საკუთარი, ასევე პარტნიორის მოთხოვნილებებიც.

    ტყუპები
    მოწყენილობა თქვენი მრავალწლიანი პრობლემაა, ნაწილობრივ თქვენი ბრწყინვალების და ნაწილობრივ ცხოვრების ტემპის გამო. დღეს გარკვეული დრო დაუთმეთ მნიშვნელოვანი იდეების გააზრებას ან დაისვენეთ ისე, რომ გონება არ გადაგეტვირთოთ!ბევრი ადამიანი, მათ შორის თქვენთვის ძვირფასი, მოქმედებს თქვენ ზურგს უკან ფარულად. უმჯობესია თუ თქვენი გეგმები ემთხვევა. დღეს რეკომენდებულია ჩვეული საქმით, უკვე დაწყებული პროცესებით დაკავება. თქვენი იმიჯისთვის მნიშვნელოვანი გლობალური ახალი ინიციატივები სხვა დროისთვის გადადეთ.

    კირჩხიბი
    დღეს გამოვლინდება თქვენი ეგოცენტრულობა, მაგრამ არა ირგვლივ მყოფთაზე მეტად. ნებ ... Read more »

♚WWW.LASHQROBA.MY1.RU♚