Main » 2014 » აპრილი » 18
  • ტესტი: რომელი სქესის ტვინი გაქვთ – ქალის თუ მამაკაცის? :)

    დაამატა: misho

    აქვთ თუ არა მამაკაცებს რეალური ბერკეტები ქალების ლოგიკის საწინააღმდეგოდ? ”ქალები ამას ვერ გაიგებთ”, “ქალის საქმე არ არის!” – მსგავს ფრაზებს ალბათ ყოველდღიურად ვისმენთ შინ – ქმრისგან და სამსახურში – კოლეგებისგან… რამდენად სამართლიანია ეს ყველაფერი?
    ქალსა და მამაკაცზე ბიოლოგიური განსხვავების თვალსაზრისით რომ ვისაუბროთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ მათი ტვინი განსხვავებულია. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მამაკაცს ექვსჯერ მეტი აქვს რუხი ნივთიერება, ვიდრე ქალს. გარდა ამისა, სტატისტიკა ირწმუნება, რომ ქალის ტვინი კაცისაზე 10%-ით პატარაა. სწორედ ეს ფაქტები გახდა ცრუ სტერეოტიპის ჩამოყალიბების მიზეზი: ქალი ვერ იქნება ისეთი ჭკვიანი, როგორიც კაცია.

    მე-20 საუკუნის შუა წლებში ეს მითი დაიმსხვრა – ფსიქოლოგებმა დაადგინეს: ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობები ტვინის ზომასა და რუხი ნივთიერებების შემადგენლობაზე არ არის დამოკიდებული. ქალური ინტელექტი არაფრითაა გამორჩეული მამაკაცისგან. ამას გარდა, მსოფლიოში ყველაზე მაღალი IQ მწერალ ქალს, მერილინ ვონ სავანტს ეკუთვნის.

    ამის მიუხედავად, ქალსა და მამაკაცს შორის განსხვავება მაინც დიდია. კაცის ტვინი სწრაფად იღებს ახალ ინფორმაციას, მაგრამ ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფერო შესვენებებით მუშაობს. ამიტომ კაცებს რამდენიმე საკითხზე ერთდროულად კონცენტრაცია უჭირთ.

    მაგალითად, თუ კაცი ფეხბურთს უყურებს, მთელი ყურადღება ეკრანისკენ აქვს მიმართული. ქალს კი პარალელურად, შეუძლია უყუროს სერიალს, განსაჯოს გმირების საქციელი, ისაუბროს ტელეფონზე და აუთოვოს. ამის მიზეზი ისაა, ... Read more »

♚WWW.LASHQROBA.MY1.RU♚