Main » 2014 » აპრილი » 23
  • ვარჯიში ''როგორ გავზარდოთ მკლავები?''

    დაამატა: misho

    ზოგი ავარჯიშებს ხელებს კვირაში ერთხელ. ზოგი ყოფს ტრიცეპს და ბიცეპსს, ზოგი საერთოდ არ ავარჯიშებს ხელებს... ჩვენ ხელებს ვავარჯიშებთ ყოველთვის)) თუ გინდათ რომ თქვენი მაისური გადაიხსნას თქვენს მკლავებზე, ეს სტატია თქვენთვის არის.
    ხელების ვარჯიშის ძირითადი პრინციპია- სწორი ტექნიკა. ანუ არანაირი აკვრები, ჩითინგი, მისვლაში 2-3 განმეორება და ასე შემდეგ. მინიმუმ 8 განმეორება შესვენება 2 წუთი და იზრუნეთ პროგრესზე (ეცადეთ გააუმჯობესოთ წონები და აწევების რაოდენობები) რადგან 5 თვის განმავლობაში თუ წევთ ბიცეპსზე 30 კილოს 10-ჯერ არამგონია რომ რამე მოგემატოთ ამით. ბოდიბილდინგში მთავარია - პ რ ო გ რ ე ს ი ა. დაუმატოთ ამას სწორი კვება და მასალა (ცილა) რომ კუნთი აშენდეს და მიიღებთ დიდ მკლავებს.

    დავიწყოთ თავიდან, მკლავი შესდგება სამი კუნთისგან: ბიცეპსი, ტრიცეპსი და ბრონჰიალესი. მკლავის 2/3 ან 3/5 ( ყველაფერი ინდივიდუალურია) შეადგენს ტრიცეპსი. თუ ჩვენ გვაინტერესებს ხელის ზომა და გვინდა საზომზე სასურველი ციფრები ვნახოთ, ვარჯიში უნდა დავიწყოთ ტრიცეპსით.

    ტრიცეპსი როგორც ვიცით მკლავის სამთავა კუნთია. თავიდანვე ვთქვათ რომ შეუძლებელია ვავარჯიშოთ მხოლოდ ერთი ნაწილი, უბრალოდ სხვადასხვა ვარჯიშის დროს ვცვლით ვექტორებს, რაც უფრო ანვითარებს ცალკეულ მონაკვეთს. თუ ვსაუბრობთ მასაზე ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს უკანა და შუა თავებზე. გვერდითა ნაწილი თავისით წამოეწევა დანარჩენებს. და ზომებში არც თუ ისე დიდია.

    1) ვარჯიში უნდა დავიწყოთ საბაზისო ვარჯიშით. ვაკეთებთ ბევრ მისვლას რათა მაქსიმალურად დავღალოთ ჩვენი კუნთი. ტრიცეპსისთვის არსებობს ორი საბაზისო ვარჯიში. ერთია ვიწ ... Read more »

♚WWW.LASHQROBA.MY1.RU♚