08:21
პატრულის თანამშრომელმა პრეზიდენტი დაჭრა

 
როგორც ირკვევა, პრეზიდენტი კერძო ავტომანქანის საჭესთან იჯდა, ის არ დაემორჩილა პატრულის მოთხოვნას და სწორედ ამის გამო ესროლეს.
საუბარია მავრიტანიის 55 წლის პრეზიდენტზე მოჰამედ ულდ აბდელ აზიზზე, რომელიც ამ დროისათვის ჭრილობას საფრანგეთის ერთ-ერთ ჰოსპიტალში იშუშებს. მანამდე კი, ხელიდან ტყვია სამშობლოში ამოუღეს.
დასავლური მედიის ცნობით, პრეზიდენტმა წარუმატებლად გარისკა. ის, რასაკვირველია ვერ იცნეს, რადგან კერძო ავტომანქანის საჭესთან იჯდა, პატრულის ბრძანებას კი ბლოკ-საგუშაგოზე გაეჩერებინა, არ დაემორჩილა.
შედეგად, პრეზიდენტი ხელში დაიჭრა, კანონმორჩილი პატრულები კი დააკავეს. რა ბედი ელით მათ, ჯერჯერობით, უცნობია.
Category: news | Views: 785 | Added by:

სულ კომენტარები: 0
dth="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
სახელი *: E-mail:
დამცავი კოდი *:
♚WWW.LASHQROBA.MY1.RU♚